18:21 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-27 16:53:21, 421 ნახვა

პოლიტიკა
მინისტრის მოადგილეებს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლობაც შეეძლებათ - კანონპროექტი

ივანიშვილის პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებებს კანონში "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ", რომლის თანახმადაც, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს ექნება შესაძლებლობა, რომ შეთავსებით შეასრულოს სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ის და საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილება. გარდა ამისა, ამავე ცვლილებით, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს შეეძლება დაიკავოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა.

"მინისტრის პირველმა მოადგილემ/მოადგილემ შეიძლება შეთავსებით შეასრულოს შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი/მისი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის, შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილება.

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა შეიძლება შეთავსებით ეკავოს მინისტრის პირველ მოადგილეს/მოადგილეს." - ნათქვამია კანონპროექტში.

ივანიშვილის წარმომადგენელმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა პროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ შეთავსებით მეორე თანამდებობის დაკავება ანაზღაურებადი არ იქნება.

"ჩვენ გთავაზობთ ცვლილებას ორი თანამდებობიდ დაკავების შესაძლებლობის შექმნას, რაც ავტომატურად გამორიცხავს მეორე ანაზღაირების მიღების შესაძლებლობას." - თქვა ბაჩიაშვილმა.

განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილება ხელს შეუწყობს სახელმწიფო პოლიტიკის კოორდინირებულ განხორციელებას, საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტას.

"აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს შესაბამისი მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის კოორდინირებულ განხორციელებასა და მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესებას, კონკრეტულ სფეროებში პასუხისმგებლობის კონცენტრირებასა და უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესებას, რიგი საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტას, არსებული ადამიანური რესურსის გონივრულად გამოყენებას." - ნათქვამია დოკუმენტში.

კანონპროექტს I მოსმენით მხარი უკვე დაუჭირეს. ცვლილებებს 81 მომხრე და 8 მოწინააღმდეგე ჰყავდა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics