|
2020-02-05 11:48:05, 900 ნახვა
კომენტარი
მაჩალიკაშვილი - მე ვიქნები ყველგან, სადაც ორი-სამი ადამიანი მაინც გააპროტესტებს დღევანდელ ხელისუფლებას
„მე ვიქნები ყველგან, სადაც ორი-სამი ადამიანი მაინც აპროტესტებს დღევანდელ ხელისუფლებას“, - ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომელი პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა. ის აღნიშნავს, რომ ბანერებსაც გაშლის და კარავსაც დადგამს, რადგან ამას კანონი არ უკრძალავს. „მე ვიქნები ყველგან, სადაც ორი-სამი ადამიანი მაინც აპროტესტებს დრევანდელ ხელისუფლებას. სანამ ქართველი ხალხი არ მიაღწევს სიმარტლეს და ამ ბოროტებას არ ჩამოიშორებს, მანამ ვიქნები წინა რიგებში. მე ვიბრძვი იმისათვის, რომ პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. მე ბანერსაც გავსლი და კარავსაც დავდგამ იმიტომ, რომ მე ამას კანონი არ მიკრძალავს. სახელმწიფომ ჩემზე უარი თქვა“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტთან პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)