17:01 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-04 16:24:23, 1285 ნახვა

კომენტარი
ხუნდაძე - ბავშვებს სოციალური შემწეობის გარდა, დამატებით 50 ლარის ოდენობის დახმარება ეძლევათ

„გარდა სოციალური შემწეობისა, რაც გაიცემა თითოეული წევრზე, მათ შორის ბავშვზე, ბავშვებს დამატებით კიდევ ეძლევათ 50 ლარის ოდენობის დახმარება“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

კითხვას, საკმარისია თუ არა ეს თანხა, დეპუტატმა არ უპასუხა.

„რას აკეთებს სახელმწიფო, ბოლო პერიოდში განხორციელებულ ინიციატივებს გეტყვით. ესაა სოციალურად დაუცველ ბავშვიან ოჯახთათვის, გარდა სოციალური შემწეობისა, რაც გაიცემა თითოეული წევრზე მათ შორის ბავშვზე, ბავშვებს დამატებით კიდევ ეძლევათ 50 ლარის ოდენობით დახმარება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 30 001-ზე ნაკლებია, თითო წევრზე 60 ლარის ოდენობით, ხოლო მათი ვისი სარეიტინგო ქულაც 300 001-ზე მეტია, 50 ლარით განისაზღვრა. იმ ოჯახების სოციალური დახმარება, რომელთა სარეიტინგო ქულაც მეტია 57 001-ზე და ნაკლებია 60 001 ქულაზე, 40 ლარს შეადგენს. ხოლო იმ ოჯახების სოციალური შემწეობა, რომელთა სარეიტინგო ქულა 60 001-ზე მეტი და 65 001-ზე ნაკლებია, თითოეულ წევრზე 30 ლარითაა განსაზღვრული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics