17:01 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-04 11:03:42, 1307 ნახვა

კომენტარი
უგულავა - პიკეტს და „სირცხვილის კორიდორს“ ხვალ მოვაწყობთ, პარლამენტსაც მოვუწოდებთ, დღევანდელი სხდომა გადადოს

„ბაღდათში მომხდარი მძიმე ტრაგედიის ფონზე ჩვენ, პოლიტიკურმა პარტიებმა, ისივე როგორც სამოქალაქო აქტივისტებმა, კონსულტაციით გუშინ ღამით  მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს აქცია, პიკეტი, სირცხვილის კორიდორი არ ჩაგვეტარებინა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავამ საქართველოს პარლამენტსაც მოუწოდა, რომ დაგეგმილი სხდომა ხვალისთვის გადადონ. მან ასევე დაანონსა, რომ აქცია პარლამენტთან ხვალ, 10:00 საათზე გაიმართება.

„ენით აღუწერელი ტრაგედია დატრიალდა გუშინ ღამე ბაღდათის რაიონში. ხანძრის შედეგა დაიღუპა 5 სულიანი ოჯახი და მათი ახლობელი, სულ 6 ადამიანი, აქედან 4 ბავშვია და ერთი ფეხმძიმე ქალბატონი. მე მინდა მივუსამძიმრო გორგოძეების ოჯახს, მათ ახლობლებს ჩემი და ყველა ჩვენი გაერთიანებული ოპოზიციის სახელით. ამ მძიმე ტრაგედიის ფონზე ჩვენ, პოლიტიკურმა პარტიებმა, ისივე როგორც სამოქალაქო აქტივისტებმა, კონსულტაციით გუშინ ღამით  მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს აქცია, პიკეტი, სირცხვილის კორიდორი არ ჩაგვეტარებინა. ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ასეთი ენით აღუწერელი ტრაგედიის ფონზე, ჩვენ ყველას გვჭირდება დაფიქრება, მონილიზება და გლოვა. ასევე მინდა ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მოვუწოდო საქართველოს პარლამენტს დღეს გადაიდოს პარლამენტში სხდომა. რაც შეეხება მომდევნო დღეებს, ჩვენ ვფიქრობთ უკვე ხვალ იმის მიხედვით, როდესაც ხვალ პარლამენტში გაიმართება მომდევნო სესია, ხვალ 10 საათზე შევიკრიბებით და გავაპროტესტებთ უმსგავსობას და მოვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს კიდევ ერთხელ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, გუშინ ღამით ბაღდათის რაიონში ხანძრის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის 4 ბავშვი, ერთი მოხუცი და ერთი ფეხმძიმე ქალბატონი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics