|
2020-02-03 18:13:20, 1430 ნახვა
კომენტარი
დეკანოიძე: მდინარაძე ტყუის - ეს არის ბოდვა შემაშფოთებელი განცხადებების გადასაფარად
„მდინარაძე ტყუის და ეს ყველაფერი არის ბოდვა“, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიას შორის გაფორმებულ კონტრაქტზე, ოპოზიციის მხრიდან ხელს ექსპერტი ბათუ ქუთელია აწერს. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, გაკოტრებულ ძალას, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება“ ბოდვით ცდილობს სტრატეგიული პარტნიორებისგან მიღებული კრიტიკის გადაფარვას. „მინდა საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, იმ გაბანკროტებული და გაკოტრებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის, მდინარაძის ტყუილ და უმეცარ განცხადებაზე, რომელიც მან რამდენიმე წუთის წინ ზარ-ზეიმით გააკეთა. ფაქტია, რომ ამ გაკოტრებულ ძალას, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება“ არავითარი პოზიტივი აღარ დარჩა ჩვენს საერთაშორისო, სტრატეგიულ პარტნიორებთან და ახლა სრული აბდაუბდით, ბოდვით ცდილობენ გადაფარონ ის მძიმე განცხადებები, რომლებსაც ჩვენ ვისმენთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან. პირველ რიგში, ბატონი მდინარაძე ტყუის, როდესაც ამბობს, რომ კონტრაქტზე, რომელიც ნამდვილად გაფორმებული აქვს „ნაციონალური მოძრაობას“ ხელს აწერს ბათუ ქუთელია. არავითარი ბათუ ქუთელიას ხელმოწერა ამ კონტრაქტზე არ არის, ამიტომ მდინარაძე ტყუის და მინდა ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი არის ბოდვა და იმ შემაშფოთებელი განცხადებების გადასაფარადაა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თანამშრომლობდა ლობისტურ კომპანია „ირიონ სტრატეჯისთან“ და მისი წარმომადგენელი კონტრაქტის მიხედვით ბათუ ქუთელიაა, რომელიც საჯარო სივრცეში „ობიექტური ექსპერტის“ სტატუსით მოქმედებს.
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)