2020-02-03 17:06:13, 2050 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მცირედით გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა
ლარი კურსი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.8834 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 2.8898 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებით 0.0064 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.1911 ლარი ეღირება, ხოლო დღემდე მოქმედი კურსით, მისი ღირებულება 3.1880 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0031 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,