13:42 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-30 12:52:26, 638 ნახვა

საზოგადოება
სეს: დარღვევების გამო, "კნატუნას" საწარმოო პროცესი შეუჩერდა

მზა კერძების მწარმოებელ და სარეალიზაციო ობიექტ "კნატუნას" დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

ინფორმაცის სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურის გაუმართაობის, ინვენტარის არასათანადო რეცხვა/დეზინფექციისა და ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო ასევე დააჯარიმეს და საწარმოო პროცესი შეუჩერეს რესტორან “ღელეღურდანს“, რომელიც ბათუმში მდებარეობს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილსის დეპარტამენტის ინსპექტორებმა  შემოსული შეტყობინების საფუძველზე  მზა კერძების მწარმოებელი და სარეალიზაციო ობიექტი “კნატუნა” (ინდივიდუალური მეწარმე  მ.წ.; მისამართი: თბილისი, ბელიაშვილის ქ.N43) არაგეგმურად შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს.  
ინსპექტირებისას კრიტიკული შეუსაბამობის (ინვენტარის და ზედაპირების  არასათანადო რეცხვა) განმეორებითი დარღვევა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ხორცის განთავსების  ფაქტი აღინიშნა.  
ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა( დარღვევის განმეორების შემთხვევაში სანქცია   5000 ლარს შეადგენს) და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. 
აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობების გამო  დააჯარიმეს და საწარმოო პროცესი შეუჩერეს რესტორანს  „ღელეღურდანი“ (მისამართი: ბათუმი ფ.ხალვაშის ქ.N45ა). ობიექტზე დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის გაუმართაობა,  ინვენტარის არასათანადო რეცხვა/დეზინფექცია და ჰიგიენური ნომრების დარღვევა. 
 არალეგალური ფრინველთა  სასაკლაოები გამოავლინეს  შიდა ქართლის უფლებამოსილმა პირებმა. ინდივიდუალური მეწარმე ზ.ს (მისამართი :გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვახვრელი) და ფიზიკური პირი თ.ხ. (მისამართი: კასპის მუნიციპალიტეტი , სოფელი ფერმა) საქმიანობას (ფრინველების დაკვლა რეალიზაციის მიზნით)   ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა  და სააგენტოს აღიარების გარეშე ახორციელებდნენ. 
კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, - წერია სეს-ის განცხადებაში. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშლიჯვარში კლდე ცამოიშალა და სახლი მოიყოლა- ერთი ადამიანი დაშავდა
ტურისტის თქმით, თბილისში რუსულად საუბრის გამო სცემეს - პოლიციამ მამაკაცი დააკავა
გორდულაძე - ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები - გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა
სეს: დარღვევების გამო, "კნატუნას" საწარმოო პროცესი შეუჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics