19:59 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 13:50:29, 1619 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი - ჩვენსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადახედვა გამორიცხულია

„ჩვენსა და აშშ-ს შორის არანიარი ურთიერთობები არ უნდა იყოს გადახედილი. ეს გამორიცხულია“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი  ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი, კონგრესმენების მორიგ კრიტიკულ წერილს.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, პარტნიორების ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, ვინაიდან აშშ-სთან არსებული ურთიერთობა, როგორც საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, ასევე რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.

„არის საკითხები, რომელზეც ჩვენ სიღრმისეული და ერთობლივი ანალიზი გვმართებს, ასევე არის საკითხები, რომელიც რაღაც ტერმინს მომაგონებს, რომელიც საომარი მოქმედებების დროს გამოიყენება, ამას ჰქვია მეგობრული ცეცხლი, როცა მეგობარი უნებლიედ მეგობარს აზიანებს. თემა, რასაც ჰქვია, ქართულ-ამერიკული პარტნიორული ურთიერთობები, ეს მხოლოდ ერთი მხარის ინტერესი არ არის, ეს არის რეგიონის ინტერესი, ჩვენი ორივეს ინტერესია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ამ საკითხების უპასუხოდ დატოვება. ეს პასუხები უნდა იყოს საქმიანი, მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობილი და შექმნილი ვითარების რეალური ანალიზი უნდა ხდებოდეს. როგორც წერილის ადრესატს, ასევე პოლიტიკოსებს მართებთ არა მხოლოდ წერილობითი და დეკლარაციული პასუხების გაცემა, არამედ ფაქტებით კარგად აღჭურვილი დელეგაციების შეხვედრა ამერიკელ კოლეგებთან. არანაირი ურთიერთობები არ უნდა იყოს გადახედილი, ეს გამორიცხულია, რადგან ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რეგიონში მოკავშირე, ისეთი როგორიც საქართველოა, არ არის მხოლოდ პათეტიკასთან ან სენტიმენტებთან დაკავშირებული საკითხი, ეს არის საგანგებო, სტრატეგიული პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხი. თუ ჩვენს მიმართ რაიმე კითხვა არსებობს, ამ კითხვებს პასუხი უნდა გავცეთ, ვინაიდან ეს პარტნიორული ურთიერთობა როგორც საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, ასევე არის რეგიონალური სტაბილურობისთვის და უსაფრთხოებისთვის. აქ სასწორზე დევს პოლიტიკური თემა, რაშიც ცამდე მართლები ვართ და მეორე მხარეს დევს თემა, რომელიც ქართულ-ამერიკულ ინტერესებში აერთიანებს ყველაფერს, რასაც ჰქვია რეგიონული უსაფრთხოება და სტაბილურობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიშიმ და კომიტეტის წევრი ჯინ შაჰინიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართეს, 29 იანვრით დათარიღებულ წერილში სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რაც, მათი აზრით, მიუთითებს, რომ საქართველო შორდება დემოკრატული ინსტიტუტების მშენებლობის ვალდებულებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics