19:59 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-29 17:54:00, 1437 ნახვა

კომენტარი
გახარია საქართველოში ლავროვის შესაძლო ვიზიტზე: მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოს კანონის შესაბამისად

„მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოს კანონის შესაბამისად, ჩვენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვიქცევით“, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტერიალზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერავინ აუვლის.

„ერთმნიშვნელოვნად გეტყვით რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოს კანონის შესაბამისად.  ვერავინ საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის. საქართველო გახლავთ ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა და სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ევროსაბწოში რუსეთს აღუდგა წევრობა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ვინც არ უნდა განაცხადოს, ვერავინ საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის. მოვა ის დროც და ყველაფერი გაკეთებული იქნება საქართველოს კანონის სრული შესაბამისობით“,  - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, ეძებს თუ არა მთავრობა შუალედურ ვარიანტს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასა და ეროვნული ინტერესების დაცვას შორის, პრემიერმა ასე უპასუხა: „მე არაფერს ვეძებ. ჩვენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვიქცევით და თუ ეს კანონმდებლობა შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს ვასრულებთ. თუ არ გვაძლევს, მივდივართ ჩვენს პარტნიორებთან და რაღაც სხვა გამოსავალს ვპოულობთ“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც მაისში თბილისში გაიმართება. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის წევრებს დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ქვეყანა მათ მაინც მიიღებს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics