|
2020-01-28 18:03:51, 1767 ნახვა
კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი - სასამართლო სისტემის მიმართ კრიტიკა არ ცხრება, ზოგი სამართლიანი, ზოგი კი პოლიტიკურად მოტივირებული
„მოსამართლის დამოუკიდებლობა და სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გაზრდა ქვეყნისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველომ სასამართლო რეფორმის სამი ეტაპი უკვე განახორციელა, ახლა პარლამენტი რეფორმის „მეოთხე ტალღაზე“ მუშაობს და აღნიშნულ პროცესს, მომდევნო პარლამენტი დაასრულებს. ამასთან, სალომე ზურაბიშვილი სასამართლო სისტემის მიმართ კრიტიკის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ზოგი კრიტიკა სამართლიანი იყო, ზოგი კი, პოლიტიკურად მოტივირებული. „სასამართლო სისტემის მიმართ კრიტიკა არ ცხრება, ზოგი სამართლიანი, ზოგი კი პოლიტიკურად მოტივირებული. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო შეფასებებით უფრო დადებითი სურათი იკვეთება: „ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა“ საქართველოს ევროპულ სასამართლოებს შორის მე-18 ადგილი მიანიჭა; კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, სასამართლოს ეფექტიანობის თვალსაზრისით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა; „გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის“ მიხედვით, საქართველომ საზოგადოების დაცულობის მაჩვენებლით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 ადგილი, ხოლო ორგანიზებული დანაშაულისაგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით – მე-13 პოზიცია დაიკავა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა „იფსოსის“ კვლევაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კვლევის თანახმად, საქრთველოს მოსახლეობა ისევე ენდობა ქართულ სასამართლოს, როგორც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების მოქალაქეები საკუთარი ქვეყნის სასამართლოებს. „ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის – „იფსოს“ (Ipsos) კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა ისევე ენდობა ქართულ სასამართლოს, როგორც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების მოქალაქეები საკუთარი ქვეყნების სასამართლოებს, ეს ნდობა 51 პროცენტის ფარგლებში მერყეობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)