21:32 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-28 12:01:43, 990 ნახვა

კომენტარი
ცქიტიშვილი - საყურადღებოა კონგრესმენების წერილები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ კარგავს მხარდაჭერას

„ჩვენთვის საყურადღებოა ერთეული კონგრესმენების წერილები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ კარგავს მხარაჭერას“, - ამის შესახებ, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, მთავრობის თითოეული ქმედება, საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში ემსახურება დემოკატიული პროცესების განვითარებას.

ჩვენთვის საყურადღებოა თუნდაც ერთეული კონგრესმენების წერილები, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ „ქართული ოცნება“,  მმართველი ძალა კარგავს მხარდაჭერას, ვინაიდან ყველა ჩვენი ქმედება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ყოველდღიურ რეჟიმში, იქნება ეს საგარეო ურთიერთობების ნაწილში თუ შიდა პოლიტიკურ ნაწილში, ემსახურება პირველ რიგში დემოკრატიული პროცესებისა და იმ ურთიერთობების განვითარებას, რომელიც ჩვენ ჩვენ პარტნიორებთან გვაქვს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეუქმნის თუ არა კონგრესმენების წერილები პრობლემას მმართველ გუნდს, ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ გამორიცხავს ნებისმიერი სახის პრობლემას, ე.წ სანქციებსა და სადამსჯელო ღონისძიებებს.

მისივე თქმით, ამაზე აპელირებს ოპოზიცია და ხელისუფლება გააგრძელებს თითოეული კონგრესმენისთვის რეალური ინფორმაციის მიწოდებას.

„კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ ნებისმიერი სახის პრობლემებს, ე.წ სანქციებს ან რაიმე სახის დამსჯელ ღონისძიებებს, რომელზეც ოპოზიცია აპელირებს და ცდილობს, რომ ოპოზიციამ შექმნას ეს დღის წესრიგი. სინამდვილეში ეს არ არის და ჩვენ გავაგრძელებთ თითოეულ კონგრესმენთან და წარმომადგენელთან რეალური ინფორმაციის მიწორდებას“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics