|
2020-01-27 12:40:40, 1370 ნახვა
კომენტარი
უდუმაშვილი - ხელისუფლება საკუთარ დეპუტატებს ისევე მალავს საკრებულოში, როგორც სენატორების წერილებს
„ყველაფერი შეიძლება „ქართული ოცნების“ წევრებისთვის და არაფერი არ შეიძლება საქართველოს დანარჩენი მოქალაქეებისათვის“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა თბილისის საკრებულოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელი „ქართული ოცნება“ იზოლირებულია საკუთარი მოსახლეობის მხრიდან და ჩაკეტილები არიან საკრებულოში. „უკვე 8 წელია ამ ქვეყანაში მხოლოდ შერჩევითი სამართალია. ყველაფერი შეიძლება „ქართული ოცნების“ წევრებისთვის და არაფერი არ შეიძლება საქართველოს დანარჩენი მოქალაქეებისათვის. ჩვენ ვნახეთ, რომ ლევან ხაბეიშვილი უკვე მეორედ დაიბარეს დაკითხვაზე და ის დეპუტატები, რომლებიც მის თავდასხმაში მონაწილეობდნენ ჯერ გამოკითხულებიც კი არ არიან. დღევანდელი „ქართული ოცნება“ არის იზოლირებული საკუთარი მოსახლეობის მხრიდან, ჩაკეტილები არიან საკრებულოში. ისინი დღეს იმ ზონდერებს იცავენ, რომლებიც გამეტებით ესხმიან თავს საკუთარ კოლეგებს. ეს ხელისუფლება როგორც სენატორების წერილებს მალავს თვეობით , ისე მალავს საკუთარ დეპუტატებს საკრებულოში. ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ ეს არის დასასრული, რომელიც მალე ოფიციალურად გაფორმდება. აქ არ არის საუბარი ჩემ საშვზე. აქ საუბარია საქართველოს პარლამენტის დეპუტატზე, რომელსაც არანაირი საშვი არ სჭირდება და მისთვის ნებისმიერი კარი ღიაა ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში, მითუმეტეს თბილისის საკრებულოში“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის საკრებულოს შენობასთან ხმაურია. ადგილზე ოპოზიციის ლიდერები, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი. ოპოზიციის წარმომადგენლები შენობაში შესვლას ცდილობენ, თუმცა ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)