|
2020-01-25 12:48:04, 2032 ნახვა
კომენტარი
ხაბეიშვილი: პოლიციაში ჩვენების მისაცემად დამიბარეს და მოვედი, თუმცა არ მაქვს იმედი, რომ რამეს გამოიძიებენ
„პოლიციაში ჩვენების მისაცემად დამიბარეს და მოვედი, ამათი იმედი არ მაქვს, რომ რამეს გამოიძიებენ“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ლევან ხაბეიშვილს სამართლიანი გამოძიების იმედი არ აქვს, თუმცა, ამბობს, რომ ის დეპუტატები, რომლებიც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, კანონის წინაშე პასუხს აუცილებლად აგებენ. „პოლიციაში ჩვენების მისაცემად დამიბარეს და მოვედი. კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, ამათი იმედი არ მაქვს, რომ რამეს გამოიძიებენ. კახა კალაძეა თავად დამკვეთი, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო და ის შეთანხმებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ყველა უწყებასთან. ყველაფერი იყო დაგეგმილი. როდესაც ფიზიკურად გამისწორდნენ იქ ერთი პოლიციელიც არ მოსულა მაშინ, როდესაც კუხიანიძის დასაცავად მთელი არმია იყო მობილიზებული. ეს იყო დაგეგმილი და შესაბამისად, ამ ყველაფრის იმედი არ მაქვს. ჩვენებას ვაძლევ მარტივი მიზეზის გამო, ხვალ-ზეგ, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი შეიცვლება სამართლებრივად აგონ ამ ხალხმა პასუხი, თორემ კრიმინალური ტიპის ადამიანებთან საქმის გარჩევას არ ვაპირებ. მინდა კახი კალაძეს ვუთხრა, რომ ორივე თვალიდან კარგად ვიყურები. მათი პოლიტიკური მომავალი არ მაინტერესებს, ისინი პატარა „კაცუნები“ არიან, რომლებიც დავალებას ასრულებენ. ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია პატარა შემსრულებლებს დასჯიან თუ არა, რადგან ამ ქვეყანაში ჩემ დალურჯებულ და ყვითველ თვალს კი არა, ახალგაზრდებს დათხარეს თვალები და მათ არ აგებინეს პასუხი. ამიტომ, არ მაქვს ილუზია, რომ ჩემი გაყვითლებული და გალურჯებული თვალის გამო ვინმეს პასუხს მოთხოვენ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 იანვარს თბილისის საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ხაბეიშვილს დაზიანებები თავისა და თვალის არეში აქვს მიყენებული.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)