23:09 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-22 12:45:41, 1749 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი: კონგრესმენების გზავნილი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პარტნიორები ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს ელოდებიან

„კონგრესმენების გზავნილი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პარტნიორები ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს ელოდებიან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მათი ამოცანა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების ჩამოცილებაა, რადგან ისინი ხელს უშლიან ქვეყნის განვითარებას.

„როდესაც კონგრესმენები გვეუბნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება არის მთავარი დაბრკოლება ამ გზაზე, დიპლომატიურ ენაზე ეს გზავნილი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პარტნიორები ელოდებიან ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს. შესაბამისად, დღეს ჩვენი ამოცანა არის, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე მოვიცილოთ ეს დაბრკოლება, რომელიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის წარმატების გზაზე და არჩევნების გზით შევცვალოთ ქვეყანაში ხელისუფლება. ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას არანაირი ნდობის კრედიტი აღარ აქვს, არც ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც ევროკავშირში, ეს ჩვენ კარგად დავინახეთ, როგორც ამ წერილებიდან, ასევე იმ დებატებიდან, რომელიც გუშინ ევროპარლამენტში გაიმართა“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოთხმა კონგრესმენმა წერილი გაუგზავნა. ამის შესახებ კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს და ამბობს, რომ მასთან ერთად წერილის ავტორები გერი კონოლი, მაიკლ მაკკოლი და ელიოტ ენჯელი არიან.

გახარიასათვის გაგზავნილ წერილში ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics