19:58 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-17 13:56:44, 2594 ნახვა

კომენტარი
გახარია შოთაძის კანდიდატურაზე: მას შეუძლია გადადგას მძიმე ნაბიჯები და აიღოს პასუხისმგებლობა ყოველგვარი ცეკვების გარეშე

„გენერალური პროკურორობის კანდიდატებიდან, მე ვიცნობ მხოლოდ ირაკლი შოთაძეს, რომელიც ღირსეული კანდიდატი და ღირსეული პროფესიონალია“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას.

მისი თქმით, ირაკლი შოთაძეს შეუძლია გადადგას მძიმე ნაბიჯები და პასუხისმგებლობა აიღოს ყოველგვარი „ცეკვების“ გარეშე.

„მთავარი გენერალური პროკურორის გარკვეული დროის შემდეგ კანდიდატს საპროკურორო საბჭო გადაწყვეტს. იქ საკმაოდ ბევრი ღირსეული კანდიდატია. მე ვიცნობ მხოლოდ და მხოლოდ ირაკლი შოთაძეს, რომელიც ღირსეული ადამიანი, ღირსეული პიროვნება და ღირსეული პროფესიონალია. მან ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მძიმე გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება. ჩვენს პოლიტიკურ რეალობასა და ცხოვრებაში არ არის ბევრი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადადგას მძიმე ნაბიჯი, აიღოს პასუხისმგებლობა და ეს გააკეთოს წყნარად, მშვიდად ყოველგვარი ცეკვების გარეშე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics