|
2020-01-15 11:45:19, 1342 ნახვა
კომენტარი
მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ პირი, რომელმაც ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, „ლელოს“ აქტივისტია
პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ ვახტანგ რობაქიძე, რომელმაც წუხელ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა მისი პარტიაშია გაწევრიანებული. ხაზარაძის თქმით, საქმის დეტალები მისთვის უცნობია, თუმცა „ლელოს“ იურისტები მასში აუცილებლად გაერკვევიან. მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ ვახტანგ რობაქიძე, რომელმაც ოხანაშვილის მიმართ მუქარა განახორციელა 2012-2017 წლებში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი იყო. „ვადასტურებ, რომ ვახტანგ რობაქიძე გაწევრიანებულია „ლელოში“. აქვე მინდა ჩემი და ჩემი პარტიის სახელით განვაცხადო, რომ სრულად ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას და არაკანონიერ ქმედებას. ჩვენთვის ცნობილი არ არის დეტალები თუ რა მოხდა კონკრეტულად. ჩვენი იურისტები გაერკვევიან საქმეში და დღის ბოლოსთვის გვექნება სრული ინფორმაცია. აქვე მინდა გითხრათ, რომ 2012 წლიდან 2017 წლამდე რობაქიძე იყო „ქართული ოცნების“ წევრი და ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი. ჩვენ არ ვიცით რის გამო მოხდა ყოფილ პარტიელებს შორის დაპირისპირება. ჩვენ ვერ დავეყრდნობით მხოლოდ ოხანაშვილის ინფორმაციას, რადგან მან მთელი საქართველო მოატყუა და შესაბამისად, შეიძლება ახლაც ტყუოდეს. ამიტომ, გავერკვევით დეტალებში და მივიღებთ სათანადო ზომებს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, რომ ანრი ოხანაშვილის მიმართ, რომელიც ოჯახთან ერთად ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობდა, მისთვის უცნობმა მოქალაქემ მუქარა განახორციელა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს, ხოლო ინციდენტში მონაწილე ერთი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)