00:59 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-10 13:53:34, 2461 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ბერაია ოკუპირებული აფხაზეთის მოვლენებზე: ეს არის საოკუპაციო ძალის პირდაპირი პასუხისმგებლობა

„ეს არის საოკუპაციო ძალის პირდაპირი პასუხისმგებლობა, ისევე, როგორც ყველა სხვა უკანონობა“, - ასე ეხმაურება  პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს.

მისი თქმით, უმრავლესობისთვის პრიორიტეტულია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა.

„ეს არის საოკუპაციო ძალის პირდაპირი პასუხისმგებლობა, ისევე, როგორც ყველა სხვა უკანონობა. ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის მოქალაქეების უსაფრთხოება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ჩვენი მოქალაქეები არიან, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა. ჩვენთვის უპირველეს ყოვლისა პრიორიტეტულია მათი უფლებების დაცვა“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის მომხრეები საპროტესტო აქციებს  მართავენ. გუშინ აქციის მონაწილეები, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. მომიტინგეები ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ. მოგვიანებით ე.წ. პრეზიდენტმა ადმინისტრაცია დატოვა, თუმცა განაცხადა, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics