02:30 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-07 11:20:39, 2021 ნახვა

კომენტარი
მეუფე იაკობი დეკანოზ მამალაძეზე: მაგი რომ ოდნავ მართალი ყოფილიყო, პატრიარქიც დაუდგებოდა გვერდში და მეც

ბოდბის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე ისაუბრა.

როგორც მეუფემ აღნიშნა, მამალაძე რომ მართალი ყოფილიყო, პატრიარქიც და ისიც გვერდში დაუდგებოდნენ.

„იმ ადამიანს ჭკუა აქვს რომელიც ეხლა პატრიარქს ბრძოლას გამოუცხადებს? ნამდვილად მოსაკითხია, ყველაზე მოსაკითხია, აბა რა იციან, რა უნდათ, დას იძახიან და ერთი არის რომ იძახი, მეორეა რას ამტკიცებ და რას არა. პასუხი უნდა მიიღონ რაც ეკუთნით. რჯულის კანონს იძახიან? მიიღებენ რჯულის კანონით. იმ სიმართლესაც ვნახავ ერთმანეთს რატომ იცავენ ასე, რა ცოდვამ დააკავშირა ისინი ერთმანეთთან. მაგას გაჩვენებთ.  თუ შეიწყალებს პრეზიდენტი შეიწყალებს... ჩემთვის დეკანოზი კი არა საკვირველი იცით რა არის? სოხუმი უნდა გაწუხებდეთ, აფხაზეთი უნდა გაწუხებდეთ და ცხინვალის რეგიონი, ასევე ნებისმიერი პატიმარი. მაგი რომ ოდნავ მართალი ყოფილიყო, პატრიარქიც დაუდგებოა გვერდით და მეც, რომ იცოდეთ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ სულ 5 პატიმარი შეიწყალა. შეწყალებულებს შორის გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ვერ მონახა არგუმენტი, შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე. მანვე აღნიშნა, რომ "ასეთი მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის შეწყალებას საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ გაიგებდა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics