19:04 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-21 10:36:04, 2322 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: ვახორციელებთ მასშტაბურ პრივატიზაციებს, რაც ნიშნავს სახელმწიფო ქონების ეკონომიკაში ჩართვას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის მიმდინარე პროცესზე და დღეისთვის არსებულ შედეგებზე ისაუბრა.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დავიწყეთ უპრეცედენტოდ მაშტაბური საპრივატიზაციო პროგრამა და 100 საინვესტიციო შეთავაზება გავუკეთეთ ბიზნესს. ამ კამპანიამ დიდი ინტერესი გამოიწვია კერძო სექტორში და ამ დროისათვის აუქციონზე გასაყიდად განთავსებულია 150 მლნ ლარზე მეტის ქონება და საინვესტიციო ვალდებულება, რომელიც ახლავს ამ ობიექტებს სულ მცირე 200 მლნ ლარს შეადგენს (რაც მომავალში 2 000 ახალ სამუშაო ადგილს ნიშნავს)", -განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, პრივატიზების ტემპი ყოველგვარ მოლოდინებს აჭარბებს - აუქციონის გამოცხადებიდან 14 დღეში 26 ობიექტი უკვე გაიყიდა, 30 მლნ ლარის შეთავაზებული ფასის ნაცვლად კი  მობილიზებულია 40 მლნ ლარზე მეტი.

„ეს არის მასშტაბური პრივატიზაცია, სახელმწიფო ქონების ეკონომიკაში დაჩქარებული ჩართვა და მის საფუძველზე ახალი საწარმოების, ახალი ბიზნესების ამოქმედება. ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ გააქტიურებულები ვართ. კერძოდ, 2019 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადდა 1800 ელექტრონული ტენდერი (რაც გასული მთელი წლის მაჩვენებელზე 30%-ით მეტია), პრივატიზებულია 106.0 მლნ ლარის ღირებულების ქონება", - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ასევე უკვე ჩატარებული აუქციონებიდან ბიუჯეტში კიდევ 11.5 მლნ ლარი შევა, შედეგად კი წლის ბოლომდე შემოსავლები 100 მილიონ ლარს გადააჭარბებს. მნიშვნელოვანია საინვესტიციო ვალდებულებების ოდენობა, რომელიც ახლავს გასხვისებულ ქონებას და რომელიც  88.4 მლნ ლარის შეადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics