19:19 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-19 14:26:50, 1569 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ თემატური პარკების, ეთნოსოფლებისა და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებები დაემატა

„იმ პრიორიტეტულ მიმართულებს შორის, რომელიც სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" დაემატა, არის ტურისტული სერვისები - თემატური პარკები, ეთნოსოფლები, სათავგადასავლო ტურიზმი“ -  ამის შესახებ  ჟურნალისტებთან  საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი მიმართულებების განვითარების მხარდაჭერა ტურისტული ინდუსტრიის ნაწილში, რომელიც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ლოკომოტივია. ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება რეგიონებში მეტი ტურისტის მოზიდვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის გადადგმული ნაბიჯია.

„ტურისტული ინდუსტრიის ნაწილში, რომელიც არის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ლოკომოტივი,  გამწევი ძალა, გარდა სასტუმროებისა, დავამატეთ ე.წ. ტურისტული სერვისები - ეს არის თემატური პარკები, ეთნოსოფლები, სათავგადასავლო ტურიზმი. ამ მიმართულებების განვითარება, განსაკუთრებით რეგიონებში, მოგვცემს მეტი ტურისტის მოზიდვის, ასევე მეტი ადამიანების დასაქმების შესაძლებლობას ამ მზარდ და პერსპექტიულ სექტორში" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

საქართველოს მთავრობამ  19 დეკემბრის სხდომაზე პროგრამა „აწარმოე საქართველოში" განახლებული სახით დაამტკიცა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მედიას ის სექტორები გააცნო, რომლებზეც პროგრამა იქნება ორიენტირებული, მათ შორისაა საზღვაო თევზჭერის, კერამიკული საშენი მასალებისა და სანტექნიკური ნაკეთობების, ასევე ტურისტული სერვისების განვითარება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics