|
2019-12-19 14:17:24, 1132 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე ახალი პრიორიტეტული მიმართულება დავამატეთ
პროგრამას „აწარმოე საქართველოში" ახალი მიმართულებები დაემატა - მთავრობის სხდომამ დღეს პროგრამა განახლებული სახით დაამტკიცა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მედიას ის სექტორები გააცნო, რომლებზეც პროგრამა იქნება ორიენტირებული, მათ შორისაა საზღვაო თევზჭერის ინდუსტრია. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში საზღვაო თევზჭერის ინდუსტრია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული დარგია, რომელსაც უკვე პროგრამა „აწარმოე საქართველოში" თანადაფინანსებას გაუწევს და განვითარებაში დაეხმარება. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს დაახლოებით 30-მდე თევზსაჭერი გემი (სეინერი) არსებობს, რომლებზეც 500-მდე ქართველი მეზღვაურია დასაქმებული. თუმცა, გემები უკვე ძველია და ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, 8 გემს კი სტატუსი აქვს შეჩერებული. „ეს გემები ძალიან მოძველებულია, წლიდან წლამდე მათი ტექნიკური მდგომარეობა უარესდება. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემას უქმნის დარგს, თევზჭერაში დასაქმებულ ადამიანებს, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ეს იქნება ახალი სფერო, ახალი დარგი, რომელსაც ჩვენი პროგრამა გაუწევს დახმარებას", - აღნიშნა ნათია თურნავამ. კერძოდ, „აწარმოე საქართველოში" პროგრამაში შესული ცვლილებები ითვალისწინებს სესხის თანადაფინანსებას 2 - წლიანი ვადით. გემის ლიზინგის ღირებულების ჩარჩოები 100,000 ლარიდან 5 მლნ ლარამდე იქნება, ხოლო სესხის მოცულობა 150,000 ლარიდან 5 მლნ ლარამდე. შედეგად, ადგილობრივი მეთევზეები შეძლებენ თანამედროვე სტანდარტის თევზსაჭერი გემების შეძენას. მთავრობის ინიციატივა „აწარმოე საქართველოში" თევზჭერის მიმართულების დამატების შესახებ ხელს შეუწყობს ამ დარგის განვითარებას და თევზჭერი ფლოტის მნიშვნელოვან განახლებას და დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რაც შედეგად თევზჭერის პროდუქტების ასორტიმენტისა და გაყიდვების გეოგრაფიის მნიშვნელოვან ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას მოიტანს. იმ ახალ მიმართულებებს შორის, რომლებიც პროგრამას „აწარმოე საქართველოში" დაემატა, ასევე შედის: ბალნეოლოგიური კურორტების კომპონენტი; ტურისტული სერვისები, როგორიცაა თემატური პარკები (მაგალითად, ეთნოგრაფიული პარკები და სხვ) და სათავგადასავლო ტურიზმი; კერამიკის წარმოება.
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)