|
2019-12-17 16:47:23, 1812 ნახვა
ეკონომიკა
ევროპის საინვესტიციო ბანკმა „ლიბერთი ბანკს“ 15 მილიონი ევროს ოდენობის სესხი დაუმტკიცა
დღეს, EIB-სა (European Investment Bank) და ს.ს. ლიბერთი ბანკს შორის ხელი მოეწერა საკრედიტო ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც ბანკი EIB-ისგან მიიღებს 15 მილიონ ევროს. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა EU4Business Initiative ფარგლებში და ეს თანხა მოხმარდება მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტებას საქართველოში. 2017 წელს ბანკის აქციონერების ცვლილებასთან ერთად, ახალმა გუნდმა ბიზნესის განვითარების ამბიციური სტრატეგია შეიმუშავა. ეს სტრატეგია მიზნად ისახავს:
მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ლიბერთის გააჩნია აუცილებელი რესურსები ამ საკრედიტო ხაზის ეფექტურად განთავსებისათვის, რის შესაძლებლობასაც იძლევა ბანკის ფილიალების ფართო ქსელი, რომელიც მოიცავს მთელ საქართველოს. EIB-ს სესხი საშუალებას მისცემს ლიბერთის გააგრძელოს საქართველოში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება გაუმჯობესებული პირობებით. ბანკი ასევე მიიღებს ტექნიკურ დახმარებას EIB სატრასტო ფონდიდან საკრედიტო მომსახურებისა და პროდუქტების გაუმჯობესების მიზნით. 'მოხარული ვართ EIB-სთან თანამშრომლობის დაწყებით. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა ლიბერთი ბანკისთვის და ჩვენი გუნდისთვის წარმოადგენს დამატებით სტიმულს დასახული მიზნების მიღწევის გზაზე. EIB-ს მიერ დამტკიცებული საკრედიტო რესურსი საშუალებას მოგვცემს გავაღრმავოთ თანამშრომლობა მცირე და საშუალო მეწარმეებთან საქართველოს მასშტაბით.' - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ. 'მინდა მადლობა გადავუხადო EIB-ს გამოხატული ნდობისათვის. მჯერა, ეს თანამშრომლობა საშუალებას მისცემს ბანკს გაიმყაროს პოზიციები საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვან და დინამიურ სეგმენტში, რაც ბანკისათვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ამოცანაა' - განაცხადა ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ. 'მდგრადი, ინკლუზიური და ინოვაციური ეკონომიკური ზრდისთვის ხელშეწყობა სექართველოში ევროგაერთიანების საკვანძო პრიორიტეტია. როგორც ევროკავშირის ბანკი, ჩვენ მიზნად ვისახავთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის ხელშეწყობას საქართველოში. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერა. მოხარული ვარ, რომ არსებულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გამყარებასთან ერთად, ვიწყებთ თანამშრომლობას კიდევ ერთ ფინანსურ ინსტიტუტთან. მცირე და საშუალო ბიზნესებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ საქართველოს ეკონომიკაში და ჩვენს მიერ განხორციელებული ტრანზაქციები შეუქმნიან ახალ შესაძლებლობებს როგორც ამ ბიზნესებს, ასევე მთელ ქვეყანას", - განაცხადა EIB-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ლილიანა პავლოვამ.
ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.ge. The European Investment Bank (EIB) არის ევროკავშირის ბანკი და არის გრძელვადიანი დაფინანსების ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებს. ბანკი ახორციელებს გრძელვადიან ინვესტიციებს ევროკავშირის სტრატეგიის გათვალისწინებით. გაცემული სესხების მოცულობის მიხედვით EIB არის უმსხვილესი საკრედიტო ორგანიზაცია. EIB აფინანსებს მაღალი ხარისხის საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ევროკავშირის სტრატეგიული ამოცანების განხორციელებას. მიუხედავად იმისა, რომ EIB-ს მოღვაწეობის 90%-ზე მეტი მიმართულია ევროპაზე, იგი ასევე ხელს უწყობს ევროკავშირის საგარეო და განვითარების სტრატეგიის რეალიზაციას. ევროკავშირთან ერთად EIB შეუერთდა Deep and Comprehensive Free Trade Agreement (DCFTA) Initiative East Programme-ს, რომელიც მიმართულია იმ ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე, რომლებიც შეურთდნენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს ქვეყნებია - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. მხარდაჭერა ხორციელდება ფინანსური და ტექნიკური დახმარების სახით მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის. EU4Business წარმოადგენს ევროგაერთიანების ინიციატივას, რომელიც მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესებს დააფინანსონ საკუთარი განვითარება და ეკონომიკური ზრდა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა). EU4Business პროგრამას ახორციელებენ EIB და სხვა ორგანიზაციები, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). EU4Business აერთიანებს ევროკავშირის პროგრამებს, რომლებიც მიმართულია მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარებაზე აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში. EIB შეუერთდა ევრო კავშირის ინიციატივას, რომელიც მიმართულია ეკონომიკური განვითარების ხელშეყობაზე იმ ქვეყნებში, რომლებიც შეურთდნენ ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან. ეს ქვეყნებია - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. მხარდაჭერა ხორციელდება ფინანსური და ტექნიკური დახმარების სახით მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის ამ ქვეყნებში. http://www.eu4business.eu
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)