|
2026-10-30 13:44:51, 415 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე - არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს
მოსარჩელე მხარემ წარადგინა ძალიან დასაბუთებული სარჩელი და ძალიან საინტერესო იყო მსჯელობაც ამ სარჩელის გარშემო და მეორე მხარეს ვხედავთ აბსოლუტურად არასწორ ტაქტიკას - დროის გაწელვის ტაქტიკას, - ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს, სადაც აღწერილია ერთადერთი რამ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები, მთელი ამ დროის განმავლობაში, დაწყებული 2003 წლიდან, არიან დაკავებულები მხოლოდ და მხოლოდ საბოტაჟით ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. „სასამართლო პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართება. ერთი მხრივ, ჩვენმა მხარემ საკონსტიტუციო სასამართლოში, მოსარჩელე მხარემ წარადგინა ძალიან დასაბუთებული სარჩელი და ძალიან საინტერესო იყო მსჯელობაც ამ სარჩელის გარშემო და მეორე მხარეს ვხედავთ აბსოლუტურად არასწორ ტაქტიკას - დროის გაწელვის ტაქტიკას. ამას აქვს ერთი მარტივი ახსნა, რომ სინამდვილეში საპასუხო არაფერი აქვთ. მოისმინეთ ალბათ მათი პასუხები და თითოეული მათგანი არის სრულიად არადამაჯერებელი. არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს, სადაც აღწერილია ერთადერთი რამ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები, მთელი ამ დროის განმავლობაში, დაწყებული 2003 წლიდან არიან დაკავებულები მხოლოდ და მხოლოდ საბოტაჟით ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მათი გამუდმებული ზრუნვის საგანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა და ამას ისინი აკეთებენ ქმედითი მცდელობებით, რაც ძალიან თვალსაჩინოა. ეს არის აღწერილი კონსტიტუციურ სარჩელში და, რა თქმა უნდა, რაც ფაქტია, იმაზე რთულია რაიმე ხელშესახების დაპირისპირება,"- აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
კობახიძემ სენატორი ჯო უილსონს კორუფციაში და დანაშაულის ჩადენაში დასდო ბრალი
კობახიძე - არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ
კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე - არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)