20:39 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-14 10:32:18, 2493 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ეკონომიკური ზრდის პროცენტებზე საუბრისას, ყოველთვის ვამბობთ, რომ ის სიღარიბის დაძლევის ბერკეტი უნდა იყოს

„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი ამოცანაა მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების ფონზე, ავამაღლოთ მოსახლეობის კეთილდღეობა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „საქსტატის" მიერ 2019 წლის ნოემბრისა და პირველი 11 თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნამ ექსპორტის ზრდა ერთ-ერთია იმ ფაქტორებს შორის, რომელიც მოსალოდნელზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს.

„2019 წლის ოქტომბერში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 5,7 პროცენტი შეადგინა. ნოემბერში ექსპორტი 25,2 პროცენტით, ხოლო 11 თვის მონაცემებით, 11,7   პროცენტით გაიზარდა, რაც ნოემბრის ეკონომიკური ზრდის შესახებ პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის“, - განაცხადა თურნავამ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში სავაჭრო დეფიციტი  546.7 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა და 4 741.2 მლნ. აშშ. დოლარი - საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში სავაჭრო დეფიციტი წინა წელთან შედარებით 5.4 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

„ეკონომიკური ზრდის პროცენტებზე საუბრისას, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს ზრდა უნდა იყოს სიღარიბის დამძლევი ბერკეტი, რასაც, პირველ რიგში, ჩვენ საბიუჯეტო მექანიზმების მეშვეობით ვახორციელებთ. ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული გადასახადებიდან საბიუჯეტო სახსრებს სიღარიბის დასაძლევად მივმართავთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics