|
2019-12-11 17:20:58, 1705 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - მაღალმთიანი რეგიონები სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანია
„მაღალმთიანი რეგიონები სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანია" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მთის მხარდამჭერი პროგრამები ხორციელდება იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს მაღალ მთაში მოსახლეობის დამაგრებას, განვითარებას, დასაქმებას, მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობას, რომ არ სჭირდებოდეთ ბარში შიდა მიგრაცია. „ამისთვის ძალიან ბევრი რამ კეთდება. ეკონომიკის სამინისტროს კუთხით ვიტყვი, რომ ვმონაწილეობთ, მაგალითად, ელექტროენერგიის პროექტებში იმისთვის, რომ მთის დასახლებები იყოს ყველგან განათებული, იქ კი სადაც არ მიდის ელექტროენერგია, მზის პენელები დაუმონტაჟდება 207 ბენეფიციარს. გარდა ამისა, ვაშენებთ მიკროჰესებს ყველგან, სადაც ამას მოსახლეობა ითხოვს. როგორც იცით, მიკროჰესი შენდება შატილში, ასევე ახიელში. გარდა ამისა, ვახორციელებთ სათემო ინტერნეტიზაციის პროექტს, რომლის ფარგლებშიც ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყარში მოხდა 80-მდე სოფლის ინტერნეტიზაცია. საუბარია 500-მდე ოჯახზე, ვინც ახლა სარგებლობს ინტერნეტით, რამაც მათ საშუალება მისცა მეტი ტურისტი მოიზიდონ ინტერნეტის მეშვეობით და დამატებითი შემოსავალი მიიღონ" - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)