|
2019-12-10 14:30:04, 1013 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს მილიონზე მეტ ჩვენს მოქალაქეს გაეზრდება პირდაპირი სარგებელი ბიუჯეტიდან
„2020 წელს მილიონზე მეტ ჩვენს მოქალაქეს გაეზრდება პირდაპირი სარგებელი ბიუჯეტიდან“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის პარლამენტში წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, სოციალური დანახარჯებისთვის, დამატებითგამოყოფილია 300,0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც,შესაძლებელი გახდა პირველი იანვრიდან პენსიების და სოციალური დახმარებისთვის 20-ლარიანი ზრდა, ხოლო 1-ლი ივლისიდან, 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონრებისთვის, ასევე 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონეპირებისთვის, პენსიის დამატებით 30-ლარიანი ზრდა. 2020 წლის ბიუჯეტში მასწავლებელთა ხელფასების ზრდისთვის, დამატებით გამოყოფილია 120,0 მლნ ლარი. აღსანიშნავია, რომ წელს, პირველი ოქტომბრიდან მასწავლებელთა დანამატები გაიზარდა 150 ლარით და მომდევნო წელს, ახალი სასწავლო წლიდან კიდევ იგეგმება150 ლარიანი ზრდა. მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ხელფასების ზრდა პოლიციელებისთვის, სახანძრო-სამაშველო სამსახურების თანამშრომლებისთვის, ჯარისკაცებისთვის, პირველადი ჯანდაცვის პერსონალისადა საბავშვო ბაღების პერსონალისთვის. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში შენარჩუნებულია ფისკალური და მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის აუცილებელი ყველა პარამეტრი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)