|
2019-12-10 12:47:00, 1897 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენი - აქციების დაშლისას სამართალდამცველებმა ძალას გადაამეტეს
„რიგ შემთხვევებში გამოიკვეთა სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების აშკარა შემთხვევები“,-ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ანგარიშის გამოქვეყნებისას ისაუბრა. ომბუდსმენმა ყურადღება, აქციების დაშლისას სამართალდამცველთა მხრიდან ძალის გადამეტებასა და ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაზე გაამახვილა. "მოცემულ შემთხვევაში გაჩნდა ლეგიტიმური კითხვები გამოყენებული ძალის პროპორციულობასთან დაკავშირებით, ასევე, რიგ შემთხვევებში გამოიკვეთა სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების აშკარა შემთხვევები. ცალკე ყურადღებას იმსახურებს მოვლენების გაშუქების მიზნით ადგილზე მყოფი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, დაკავებისა და დაშავების ფაქტები, რაც წინააღმდეგობაში მოდის მათი დაცულობის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან. 18 და 26 ნოემბერს მშვიდობიანი აქციები, ასევე ძალის გამოყენებით დაშალეს. მართალია, მოცემულ შემთხვევებში წინა შემთხვევებთან განსხვავებით, შედარებით მსუბუქი საშუალებების გამოყენებით განხორციელდა დაშალა, თუმცა აქაც ჩნდება კითხვები მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებების თანაზომიერებასთან დაკავშირებით," - აღნიშნა დღეს ნინო ლომჯარიამ. ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. სადაც მან 20 ივნისის აქციის დაშლაზე, პრეზიდენტის შეწყალებაზე, მოსამართლეთა შერჩევასა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)