15:32 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-07 15:08:49, 311 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესის ახალი წევრებისა და დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერის გაზრდას ელის.

მან თქვა, რომ ისინი ღიად აღიარებენ რუსეთს აგრესორად და არ უჭერენ მხარს უკრაინის ტერიტორიის მოსკოვისთვის გადაცემას.

„მე მოვისმინე კონგრესის ახალი წევრებისგან, ასევე დემოკრატიული პარტიიდან, რომ ისინი ჩვენს მხარეს არიან. ისინი არ ცდილობენ ჩვენსა და რუსეთს შორის ბალანსის დაცვას. მათ არ ეშინიათ თქვან, რომ რუსეთი აგრესორია. მათ არ სურთ ჩვენი მიწების პუტინისთვის გადაცემა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ დასძინა, რომ ამ განცხადებების საფუძველზე, კიევი ამერიკელი პოლიტიკოსებისგან კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას ელის.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics