|
2019-12-10 10:49:28, 1011 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა მცირე მეწარმეებს წყლით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობებს გადასცემს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა 50-მდე მცირე მეწარმეს დღეს მიწისქვეშა მტკნარი წყლით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობებს გადასცემს. აღნიშნულ მეწარმეებს წყლით სარგებლობა გამარტივებული წესით შეეძლებათ. ლიცენზიის გაცემის წესების გამარტივება შესაძლებელი გახდა ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, რამაც გაამარტივა სამეწარმეო დანიშნულებით მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებაზე ლიცენზიის გაცემის პროცედურა. გამარტივებული წესებით ლიცენზიების გადაცემის ღონისძიება დღეს, 14:00 საათზე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში, კომპანია „აქუა ჯორჯიას" ეზოში გაიმართება. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია ზავრაშვილი, აგრეთვე საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სხვა პასუხისმგებელი პირები, ბიზნესის წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)