|
2019-12-09 18:39:33, 1545 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ჩვენი ამოცანაა საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ იმისათვის, რომ სასამართლო იყოს ქმედუნარიანი
„ჩვენ ვხედავთ, რომ უზენაესს სასამართლოში ყველა ადგილი ვერ შეივსება, თუმცა ჩვენი ამოცანა მაინც არის ის, რომ საუკეთესო კანდიდატურები შევარჩიოთ, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ იმისათვის, რომ იყოს სასამართლო იყოს ქმედუნარიანი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, უმრავლესობის სხდომაზე მოხდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე მსჯელობა, განხილული იქნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შესაბამისი ანგარიში და უმრავლესობის წევრებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი პოზიციები ამ საკითხებთან მიმართებაში. „მთავარი თემა მე მაინც მგონია არის ის, რომ დაახლოებით 6 ათასზე მეტი განუხილავი საქმე დევს სასამართლოში და ცოტა ხანში ეს სერიოზულ პრობლემად გადაექცევა ქვეყნას, რაც გასათვალისწინებელია. დღეს, ჩვენი სასამართლო ყველა შესაბამისი კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით მსოფლიოში პირველ ოცეულშია, 18 - 19 ადგილზეა და ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას სტანდარტით უსწრებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)