|
2019-12-09 16:02:09, 1580 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია: მოგიწოდებთ, 11 დეკემბერს პარლამენტთან გააპროტესტოთ მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა
„მოგიწოდებთ 11 დეკემბერს დილიდან, მშვიდობიანად და არაძალადობრივად მოხვიდეთ პარლამენტთან და მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის გამო პროტესტი გამოხატოთ“,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ საგანგებო მიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, სასამართლო ინსტიტუტი განსაზღვრავს ამ ქვეყანაში მშვიდ და არაძალადობრივ გარემოს. "მივმართავ ჩემს ხალხს, მივმართავ ყველას, ვისთვისაც სულ ერთი არ არის საკუთარი და ქვეყნის მომავალი, ყველას, ვისთვისაც ღირებულია, როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, მე მინდა მოგიწოდოთ, რომ 11 დეკემბერს, ოთხშაბათს, დილის 10-ის ნახევარზე მოხვიდეთ იმ ორგანოსთან, რომელიც საქართველოს მოქალაქეების წარმომადგენლობითი ორგანოა - საქართველოს პარლამენტთან. იქ და იმ დროს, სადაც უნდა გადაწყდეს ქვეყნის ბოლო ინსტანციის მოსამართლეების არჩევის საკითხი და ეს საკითხი განსაზღვრავს, როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალი ბევრი წლის განმავლობაში. ეს განსაზღვრავს როგორი იქნება ხვალინდელი დღე, იქნებით თუ არა დაცული ძალადობისგან, უსამართლობისგან, იქნება თუ არა სამართლიანი საარჩევნო გარემო, იქნება თუ არა მედია და ბიზნესი თავისუფალი და თითოეული თქვენგანი იცხოვრებს თუ არ მშვიდად ამ ქვეყანაში. იმიტომ, რომ ზუსტად ეს ინსტიტუტი, ხელისუფლების ეს შტო სასამართლო განსაზღვრავს ამ ქვეყანაში მშვიდ და არაძალადობრივ გარემოს. ზუსტად ერთი წლის წინ მე ამ სიის გამო, რომელიც ისევ დადგება კენჭისყრაზე პარლამენტში, დავტოვე თანამდებობა, მმართველი პარტია. თითქმის მარტომ გავუძელი პერსონალურ თუ პოლიტიკურ შეტევებს, გადავიტანე უმძიმესი მორალური თავდასხმები, ეს უკავშირდებოდა სწორედ ამ სიას, ამ პროცესს. მე მაშინ შევძელი შემეჩერებინა ეს სახიფათო პროცესი, მაგრამ დღეს მე ამას მარტო ვერ შევძლებ, მე მჭირდება ყველას დახმარება. მოგიწოდებთ მშვიდობიანად, არაძალადობრივად თქვენი ხმა გააგონოთ დეპუტატებს, ადამიანებს, რომელიც თქვენი სახელით მიიღებს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას,"- განაცხადა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, 11 დეკემბერს 10-ის ნახევარზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსამართლეთა კენჭისყრა არის დაანონსებული.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)