21:51 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-09 16:33:02, 1348 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: ჩვენი ამოცანაა, სახელმწიფო ინვესტიციების ეფექტური მართვა

„ჩვენი ამოცანაა, სახელმწიფო ინვესტიციების ეფექტური მართვა“, - ამის შესახებ, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ყოველწლიურად მნიშვნელოვან რესურსს მიმართავს კაპიტალური დანახარჯებისთვის, აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს პროექტების სწორ შერჩევაზე, აღნიშნული პროექტის  სოციალური, ეკონომიკური ეფექტის მიღებაზე და  განხორციელების მონიტორინგზე.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა,  შემუშავებულია სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგია და გზამკვლევი, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი პროექტის შერჩევის, მისი ბიუჯეტირებისა და მონიტორინგის ეტაპები.

„2020 წლის ბიუჯეტს პირველად დაერთო აღნიშნული მეთოდოლოგიის შესაბამისად მომზადებული 14 პროექტის ანალიზი. მსოფლიო ბანკის ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად, ჩვენ წლის ბოლომდე განვაახლებთ აღნიშნულ მეთოდოლოგიას და 2021 წლის ბიუჯეტთან ერთად მსხვილი პროექტების 50% პროცენტზე  მეტის  ანალიზს მოვამზადებთ განახლებული მეთოდოლოგიის შესაბამისად“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, საბიუჯეტო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებში განსაკუთრებული წვლილი აქვთ საერთაშორისო პარტნიორებს რისთვისაც ივანე მაჭავარიანმა მათ მადლობა გადაუხადა.

„ასევე მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს, ვინაიდან მათი პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია, ამ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics