|
2019-12-09 15:31:57, 1137 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა წულუკიანს: სირაქლემას პოზიციაში დგომა სირცხვილია
„სირცხვილია უბრალოდ ასეთი სირაქლემას პოზიციაში დგომა“,- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავს. მისი თქმით, ისეთ პასუხს, როგორიც ხელისუფლებამ ოპოზიციას გასცა, პუტინის რუსეთი და ყველა სხვა არათავისუფალი ქვეყანა იძლევა. ევროპარლამენტარები ღიად საუბრობენ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ადამიანებზე ანუ პოლიტპატიმრებზე. ეს ცივი წყალი ქართული ოცნებისთვის უნდა იყოს გადასხმული, სამწუხაროდ აქაც რა პასუხიც მოვისმინეთ სირაქლემას პოზიცია იყო. თქვენი პასუხია, რომ ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყავს, ასეთ პასუხს იძლევა პუტინის რუსეთი, ლუკაშენკოს ბელორუსია, ჩინეთის ხელისუფლება და ყველა სხვა არათავისუფალი ქვეყანა. სირცხვილია უბრალოდ ასეთი სირაქლემას პოზიციაში დგომა“,- განაცხადა უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)