|
2019-12-09 14:33:31, 1610 ნახვა
ეკონომიკა
11 თვის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 4% გაიზარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 4,869,190 მგზავრს მოემსახურა. რაც 4% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 4,696,115 მგზავრი). რაც შეეხება ნოემბრის თვეს, მგზავრთნაკადის ზრდა კვლავ თბილისის გარდა, ქვეყნის ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ აეროპორტში დაფიქსირდა: 2019 წლის ნოემბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 26,311 მგზავრმა ისარგებლა. რაც 7 %-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 24,677 მგზავრი). რაც შეეხება 11 თვის ჭრილს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 3%-ით გაიზარდა და 597,939 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 580,370 მგზავრი). ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პროგნოზით, თბილისის აეროპორტში წლის დასაწყისში არსებული მოლოდინით, როდესაც რუსუთის მიმართულებით ფრენები სრულდებოდა, ნოემბრის თვეში უნდა ყოფილიყო 13 % ზრდა, რეალურად კი თბილისის შემთხვევაში -18 % იანი კლებაა. ბათუმის აეროპორტში 15 %-იანი ზრდის მოლოდინი იყო, რეალურად კი მხოლოდ 7 % -იანი ზრდა დაფიქსირდა. ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი, სადაც არსებული მაჩვენებლები მოლოდინებზე მეტია ქუთაისის აეროპორტია. 2019 წლის დასაწყისში, ნოემბრის თვეში 42 % ზრდის მოლოდინი იყო, რეალურად კი - 50 % ზრდა გვაქვს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ქუთაისში ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair შემოვიდა და ასევე მოსალოდნელზე უკეთ მუშაობს Wizz air-ის ახალი მიმართულებები. რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს: მესტიის აეროპორტი 11 თვეში 7,658 მგზავრს მოემსახურა. რაც 19 % მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 6,439 მგზავრი). ნოემბრის თვეში მესტიის აეროპორტით 572 მგზავრმა ისარგებლა, რაც 99 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 288 მგზავრი). ამბროლაურის აეროპორტით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში 1,799 მგზავრმა ისარგებლა, რაც 20 % მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 1,499 მგზავრი). რაც შეეხება ნოემბრის თვეს, ნოემბერში ამბროლაურის აეროპორტი 130 მგზავრს მოემსახურა, რაც 83 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 71 მგზავრი). 11 თვის ჯამში ადგილობრივი აეროპორტებით 9,457 მგზავრმა ისარგებლა რაც 19%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წელი 7,938 მგზავრი).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)