|
2019-12-09 14:16:19, 1365 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: ვაჟა გაფრინდაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება
„ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება და მავთულხლართების კედელი, რომელიც რუსეთმა ააშენა, აუცილებლად დაიშლება“ , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნლისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ერთ-ერთი მთავარი თემა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იქნება. „იმედი მაქვს, ექიმი მომდევნო დღეებში იქნება გათავისუფლებული, თუმცა, რა თქმა უნდა, უპასუხისმგებლო მხარისგან, რომელსაც ადამიანის უფლებები, ღირებულებები და ჯანმრთელბობა არაფრად მიაჩნია, მათი პროგნოზირება რთულია. დღეს მთელი საერთაშორისო საზოგადოება ინფორმირებულია და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზეც იქნება ერთ -ერთი მთავარი თემა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება. ის აუცილებლად გათავისუფლდება და ის მავთულხლართების კედელი, რომელიც რუსეთმა ააშენა ჩვენს ქვეყანაში, აუცილებლად დაიშლება, იმიტომ, რომ ეს არის შეუთავსებელი დღევანდელი მსოფლიოს დღის წესრიგთან და ამის შენარჩუნებას რუსეთი სამუდამოდ ვერ მოახერხებს," - განაცხადა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)