|
2019-12-09 13:05:20, 1212 ნახვა
პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე: მმართველი გუნდის მხრიდან გარკვეული კომპრომისის მზაობაა
„გარკვეული კომპრომისის მზაობა არის მმართველი ძალის მხრიდან და ჩვენ უნდა ვნახოთ, რამდენად შეესაბამება მათი მზაობა იმ მოლოდინს, რომელიც გვაქვს“,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მისი შეფასებით, ამ პროცესში დასავლელი მეგობრები ძალიან დიდ როლს თამაშობენ. "საზოგადოების ძალისხმევამ და ოპოზიციის გაერთიანებულმა მოქმედებამ, აიძულა მართველი ძალა, რომ წამოსულიყო დიალოგზე. ძალიან დიდ როლს თამაშობენ ჩვენი დასავლელი მეგობრები. როგორც ჩანს, გარკვეული კომპრომისის მზაობა არის მმართველი ძალის მხრიდან და ჩვენ უნდა ვნახოთ, რამდენად შეესაბამება მათი მზაობა იმ მოლოდინს, რომელიც გვაქვს. რაც შეეხება მრავალმანდატიანი ოლქების შესახებ შემოთავაზებას, ჩვენ უნდა ვნახოთ, ჯერ კონკრეტული შემოთავაზება არ გვაქვს მმართველი ძალის მხრიდან, მაგრამ ამ წუთას ჩვენი კონცენტრირება არის გერმანული მოდელის ირგვლივ“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის, დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)