|
2019-12-09 11:52:34, 1159 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეხვედრაზე: ორივე მხრიდან დავინახეთ კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების სურვილი
„დისკურსია არ იყო მარტივი, მაგრამ შეხვედრის ბოლოს ვიგრძენი, რომ გამოიკვეთა გარკვეული საკითხები, რომელის შესაძლოა, შეთანხმების საგანი გახდეს“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა . მისი თქმით, კონსტრუქციული დიალოგიის გაგრძელების სურვილი ორივე მხრიდან ჩანს. „როგორც შეხვედრაზე განვაცხადე, ძალიან ვაფასებ იმ ფაქტს, რომ გვაქვს დიალოგი, რომელიც მეორე რაუნდის ჩატარებით პროცესის სახეს იღებს. უნდა აღვნიშნო, რომ დისკურსია არ იყო მარტივი, მაგრამ შეხვედრის ბოლოს ვიგრძენი, რომ რისი მიღწევაც შევძელით იყო უფრო ღრმა გაგება იმისა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ეს დისკურსია. ნათელია, რომ დიალოგის გასაგრძელებლად, ყველა მხრიდან არსებობს ჩართულობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ჩემი აზრით, დიალოგით და ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესით არსებობს რეალური შანსი იმ უფსკრულის გარღვევისა, რომლის შესახებაც ყველამ ვიცით. დღეს, ორივე მხრიდან დავინახეთ კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების სურვილი“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდისა და გაერთიანებული ოპოზიციის დიალოგის მეორე რაუნდი საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით გუშინ, 8 დეკემბერს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ შედგა, შეხვედრა დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)