|
2019-12-09 10:43:01, 1259 ნახვა
პოლიტიკა
ელიზაბეტ რუდი: მოლაპარაკების მეორე რაუნდი კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩატარდა
„მოლაპარაკების მეორე რაუნდი კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩატარდა“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბედ რუდმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ის საკითხიც, რომ ოპოზიციამ პროტესტის გამოხატვა კანონის ფარგლებში უნდა შეძლოს. „მოლაპარაკების მეორე რაუნდი კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩატარდა. შევთანხმდით, რომ დიალოგის გასაგრძელებლად კიდევ ერთხელ შევხვდებით. საერთაშორისო მონაწილეების წახალისებით მოსალოდნელია, რომ შემდეგი დისკურსიის თემა პარლამენტში მაჟორიტარული ადგილების დაკომპლექტება იყოს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმის მნიშვნელობაზე, რომ ნებისმიერი პიროვნება თუ პოლიტიკური პარტია, რომელსაც სურს გამოხატოს თავისი სიტყვის თავისუფლება, ეს უნდა გააკეთოს კანონის თანახმად და კანონის დაცვით, რათა შენარჩუნებული იყოს კონსტრუქციული ატმოსფერო“, - განაცხადა ელიზაბეტ რუდმა. შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდისა და გაერთიანებული ოპოზიციის დიალოგის მეორე რაუნდი საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით გუშინ, 8 დეკემბერს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" შედგა, შეხვედრა დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)