17:55 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-09 10:30:00, 1038 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: ვიტოვებ იმედს, რომ გუნდში შეთანხმება შედგება

„მე გუნდის დაშლის საფრთხეს ვერ ვხედავ და ვიტოვებ იმედს, რომ გუნდში შეთანხმება შედგება“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კომპრომისზე იმიტომ წავიდა, რომ სურდა ქუჩაში არსებული არეულობა დასრულებულიყო, თუმცა პირიქით მოხდა.

„მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია, მე გუნდის დაშლის საფრთხეს ვერ ვხედავ და ვიტოვებ იმედს, რომ გუნდში შეთანხმება შედგება. ეს სავალდებულოც არის, უნდა გამოინახოს კომპრომისი, რადგან მე არაერთხელ წავედი კომპრომისზე ამ საკითხში. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 2024 წლისთვის პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა გადაწყდა, მე მქონდა არაერთი საწინააღმდეგო განცხადება. ამ ნაბიჯის გადასადგმელად პირველი აუცილებელი პირობაა, რომ ქვეყანაში იყოს ძლიერი თვითმმართველობა, რაც დღეს არ გვაქვს. მაშინ ითქვა, რომ 2024 წლისთვის შეიცვლებოდა სიტუაცია, მაგრამ ეს პირობა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღი შეიცვალა. როდესაც ზაფხულში ხელახლა დადგა ეს საკითხი, მე კიდევ ერთხელ წავედი კომპრომისზე, რადგან რთულ ვითარებაში მნიშვნელოვანი იყო გუნდის ერთიანობა. ქუჩაში იყო დაძაბული ვითარება, ოპოზიციურ სპექტრს ჰქონდა თავისი მოთხოვნები, საზოგადოების დიდ ნაწილს ჰქონდა მოლოდინი სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით და მე დავთანხმდი ამ ინიციატივას.

მე წავედი კომპრომისზე იმიტომ, რომ იყო მოლოდინი, რომ ქუჩა დამშვიდდებოდა, მაგრამ რა მივიღეთ,გაგრძელდა არეულობა, მასშტაბური აქციები და ლანძღვა-გინება, თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, საჯარო მოხელეების შეურაცხყოფა, გადაუარეს რწმენას, არ დაინდეს პატრიარქი და ახლა მე ვისმენ, რომ პროპორციული სისტემით სწორედ ამ პარტიებმა უნდა დააკომპლექტონ პარლამენტი და მართონ ქვეყანა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics