|
2019-12-08 14:21:44, 2044 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე -სამწუხაროდ, „ოცნების“ მხრიდან კიდევ ერთხელ მოხდა ახალგაზრდებისა და აქტივისტების დაბლოკვა
სამწუხაროდ, „ოცნების“ მხრიდან კიდევ ერთხელ მოხდა ახალგაზრდებისა და აქტივისტების დაბლოკვა, ვაფიქსირებთ, ეს მიგვაჩნია არასწორად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების მორიგ შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანი და პოზიტიური იქნებოდა, პროცესს აქტივისტებიც დასწრებოდნენ. „დღევანდელ შეხვედრას არასაპარლამენტო ოპოზიციიდან დაემატება გიორგი ვაშაძე. ჩვენი მოთხოვნა იქნება იგივე, რაც წინაზე, რომ ამ მოლაპარაკებაში მონაწილეობას იღებდნენ სამოქალაქო აქტივისტები და ახალგაზრდები, ვინც ძალიან აქტიურ ნაწილს შეადგენს აქციების. სამწუხაროდ, „ოცნების“ მხრიდან კიდევ ერთხელ მოხდა მათი დაბლოკვა და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ეს მიგვაჩნია არასწორად. ადამიანებთან საჭიროა ლაპარაკი, საჭიროა ადამიანების მოწვევა მოლაპარაკებების მაგიდასთან. ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური იქნებოდა, რომ ახალგაზრდებიც იღებდნენ მონაწილეობას ამ პროცესში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)