|
2019-12-07 16:51:23, 2890 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანი მიმართულებაა
ავიატორების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით, საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტებისა და ვერტოდრომების განვითარებაზე. მინისტრის განცხადებით, დასასრულს უახლოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და ახალი ტერმინალის მშენებლობის სამუშაოები, რაც ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობას 4-ჯერ გაზრდის და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებელი გატარება იქნება შესაძლებელი. ნათია თურნავას ინფორმაციით, გაფართოების პროცესი მიმდინარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც, რომლის ტერმინალსაც 3300 კვ.მ. ახალი სივრცე დაემატება. „ამ პროექტს „ტავ ჯორჯია" ახორციელებს. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი და მის განხორციელებას ჩვენ ხელს ვუწყობთ. ბათუმი უკვე დიდი გამოწვევის წინაშე დადგა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყავს. მართალია, ეს სასიამოვნო გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ მას პარტნიორ კომპანიასთან ერთად ღირსეულად უნდა შევხვდეთ," - განაცხადა მინისტრმა. მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება კომპანია „საქაეროგენერაციის" პროექტებზე, რომლებიც მიმართულია როგორც ფრენების უსაფრთხოების, ასევე აეროპორტებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა, შიდა ფრენების სტიმულირებას შეეხებოდა. კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს მასშტაბით შეარჩია სამასამდე წერტილი, სადაც ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია ვერტმფრენების საფრენი მოედნების მოწყობა ტურისტული ფრენების, სანიტარული, სამაშველო და საავიაციო სამუშაოების წარმოების მიზნით.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)