|
2019-12-06 16:18:09, 1028 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო მსოფლიო კამპანიას შეუერთდა
დედაქალაქის მერია კვლავ შეუერთდა ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო 16-დღიან მსოფლიო კამპანიას. ამჯერად აქცია თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებსა და გაჩერებებზე გაიმართა, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, რომ ხმა აღიმაღლონ ძალადობის წინააღმდეგ, დაიცვან საკუთარი და სხვისი უფლებები. აქციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და მერის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში ნინო ბურძენიძემ. „ჩვენ უკვე მეორე წელია ვუერთდებით ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანიას. დავდივართ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ვარიგებთ საინფორმაციო ბუკლეტებს, რათა მაქსიმალურად ავამაღლოთ ცნობიერება და მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ძალადობა არის დასჯადი. მინდა მივმართო ყველა ქალს: მნიშვნელოვანია, რომ მათ აუცილებლად აღიმაღლონ ხმა და ძალადობის შემთხვევაში, დაურეკონ პატრულს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და დაიცვან საკუთარი უფლებები“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. ძალადობისგან დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა მერის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში ნინო ბურძენიძემაც. მისი თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ძალადობა დასჯადია. დღევანდელი აქცია თავისუფლების მოედანზე, ავტობუსების გაჩერებიდან დაიწყო და რუსთაველის გამზირზე მდებარე გაჩერებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაგრძელდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)