|
2026-11-10 12:30:29, 298 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს
„ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობები დიდ სავაჭრო და ეკონომიკურ შესაძლებლობებს იძლევა“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს. „ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ერთის მხრივ, ეს არის ლოგიკური შედეგი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების, პრემიერ-მინისტრის მიერ ჩინეთთან გამართული ოფიციალური შეხვედრებისა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩინეთი ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა. ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეგობრული და პარტნიორული გავხადოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მსგავი მასშტაბის ვიზიტზე ოპოზიციის დუმილი გარე ძალებისგან მიღებული დავალებით იყო განპირობებული. „რა შეფასებები უნდა გაეკეთებინა ოპოზიციას. კრიტიკა რომ დაეწყოთ ცუდი იქნებოდა მათთვის, არაფრის მომცემი, უფრო მეტიც - დამაზიანებელი. შესაბამისად, მათ პატრონებმა უბრძანეს, რომ გაჩუმებულიყვნენ, არანაირი მესიჯი არ გაეჟღერებინათ აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს უსამშობლო, წვრილფეხა აგენტურაც დაემორჩილა პატრონების ბრძანებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სპორტული წრის მასწავლებელმა 8-9 წლის ბავშვებთან არერთხელ დაამყარა სექსუალური კონტაქტი
კახა კალაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს
სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო
ივანიშვილის წარმომადგენელი გორდულაძე განაჩენის გამოტანამდე ოპოზიციურ პარტიებს არაკონსტიტუციურებს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)