17:00 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-06 16:06:03, 2038 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია 14 დეკემბერს შეკრებას გეგმავს

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, 14 დეკემბერს მასშტაბური შეკრება იგეგმება.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, მასშტაბური შეკრება ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულს მიეძღვნება.

„ამ დღის აღსანიშნავად, რა თქმა უნდა, ჩვენი თანატოლები და თანაგუნდელები რეგიონებიდანაც შემოგვიერთდებიან და ყველა ხარჯს , მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯს  საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

მანვე მოუწოდა პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან.

„ასევე, გვსურს მოვუწოდოთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და დესტრუქციული ქმედებებისაგან, რათა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმატების აღნიშვნას და დასავლური ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ ქართველი ხალხის სწრაფვას , საფრთხე არ შეექმნას“, - აღნიშნა ჩაკვეტაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics