00:40 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-06 10:12:55, 2723 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ენერგეტიკული ბირჟის დაფუძნება ენერგობაზრის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია

საქართველოში ენერგობაზრის რეფორმის ფარგლებში ენერგეტიკული ბირჟა დაფუძნდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ბირჟის დაფუძნება ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. „ჩვენი სამინისტრო ენერგეტიკული ბაზრის რეფორმას ახორციელებს, რომლის შედეგიც საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ევროპული სტანდარტების შესაბამისად გარდაქმნა, ბაზრის გახსნა, კონკურენცია და მეტი მწვანე ენერგეტიკა, ასევე ენერგოეფექტურობის დანერგვა იქნება. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა საუკეთესო ევროპული სტანდარტებით ჩამოყალიბდება, სადაც მოხდება ელექტროენერგიით, სამომავლოდ კი ენერგეტიკული სიმძლავრეებით ვაჭრობა," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, „ეს იქნება კიდევ ერთი დასტური, რომ ჩვენი ენერგეტიკული ბაზარი იქნება კონკურენტული, ამასთან, ჩვენ შევძლებთ ჩვენი მომხმარებლების დაცვას იმით, რომ საბოლოო ფასი, რომელიც ბაზარზე დადგინდება, იქნება ობიექტური და საბაზრო წესების დაცვით დადგენილი," - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის ინფორმაციით, ენერგეტიკულ ბაზარს ირინა მილორავა უხელმძღვანელებს. მას ბოლო წლებში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის პოსტი ეკავა.                                                     

აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკული ბირჟა წარმოადგენს ნეიტრალურ, ობიექტურ და გამჭვირვალე ორგანიზაციას, რომელიც სათანადო ლიცენზიების მოპოვებისთანავე, უზრუნველყოფს ელექტროენერგიის შესაბამისი ორგანიზებული ბაზრების ოპერატორის ფუნქციების განხორციელებას. დღით ადრე და შემდგომში დღიური ბაზრების დანერგვასა და ოპერირებას ბირჟა უზრუნველყოფს საკონსულტაციო კომპანია Nord Pool Consulting-ის პროგრამული მომსახურების მეშვეობით.

ელექტროენერგიის ბაზარი 2021 წლიდან ამოქმედდება და დღით ადრე, საათობრივი ბაზრისა და საბალანსო მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს.

ბირჟა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებითა და კოორდინაციით, სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა" და  „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" 50/50%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics