17:34 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-04 18:48:43, 3036 ნახვა

რეგიონი
კურორტ „გოდერძიდან“ მწვანე ტბამდე მისვლა რეაბილიტირებული საავტომობოლო გზით არის შესაძლებელი

კურორტ „გოდერძიდან" მწვანე ტბამდე მისვლა უკვე ახალი რეაბილიტირებული საავტომობოლო გზით არის შესაძლებელი. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი გზის 6500 მეტრ მონაკვეთზე განხორციელდა და ის კურორტ „გოდერძს" ასევე დიდაჭარის იაილასაც აკავშირებს. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა მოეწყო და სამი ახალი ხიდი აშენდა. სამუშაო პროცესში 50 ადამიანი დასაქმდა. პროექტი აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 6 320 570 ლარით დაფინანსდა.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, მწვანე ტბის ინფრასტრუქტურული განვითარება ახალი შესაძლებლობაა ხულოს მუნიციპალიტეტისათვის.

„აჭარაში, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ჩვენ აქტიურად ვავითარებთ როგორც კურორტ "გოდერძს", ასევე ბეშუმს და მწვანე ტბას. ეს ერთობლიობაში შექმნის ახალ ტურისტულ მიზიდულობას, ახალ ტურისტულ კლასტერს, რომლითაც პირველ რიგში ფინანსურ შემოსავალს მიიღებენ ხულოს მაცხოვრებლები“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

„ამ გზის რეაბილიტაციას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც მუნიციპალიტეტისათვის ასევე რეგიონისთვის, ვინაიდან მთელი წლის განმავლობაში მწვანე ტბას ძალიან ბევრი ვიზიტორი სტუმრობს და ამ ახალი გზით უფრო მეტი ვიზიტორი ესტუმრება,"-აღნიშნა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა მუხრან კაკაბაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics