|
2026-10-24 15:17:19, 288 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და ამ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა, უცხოური აგენტურის ადგილი ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში არ არის, – ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველამ დაინახა, რომ ოპოზიცია ხელოვნურად ცდილობდა პროცესის გაჭიანურებას. „შეიძლება ითქვას, რომ საინტერესოდ წარიმართა ამ პროცესის პირველი ნაწილი. ყველამ დაინახა, რომ ოპოზიცია ხელოვნურად ცდილობდა პროცესის გაჭიანურებას. რაც ცოტა რთულად ასახსნელია, რა აზრი შეიძლება, ჰქონდეს პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას, ეს არ ვიცი, თუმცა ფაქტია, რომ ამას აკეთებდა ოპოზიცია. ხელოვნურად აყენებდნენ ისეთ შუამდგომლობებს, რომლებსაც არ ჰქონდა წარმატების არავითარი პრესპექტივა. ეს თავიდანვე ჩანდა, თუმცა ამას მაინც აკეთებდნენ. ამასობაში იყო ძალიან ბევრი საინტერესო წამოცდენა, რაც დაგვეხმარება ჩვენ ჩვენი სარჩელის, ჩვენი მოთხოვნის გამყარებაში. რაც შეეხება საზოგადოებრივ მხარდაჭერას, მათ ჰქონდათ მცდელობა, საზოგადოება შეეკრიბათ ამ პროცესის გარშემო, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან, თუმცა ესეც ვერ მოახერხეს. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი, მათ რეალურად იმედები გაუცრუეს, პირველ რიგში, საკუთარ ამომრჩეველს, მათ მიიღეს 785 ათასამდე ხმა და მათ უღალატეს უღალატეს 785 ათასამდე ამომრჩეველს. ეს ღალატიც არის ერთ-ერთი რამ, რაც ამაგრებს ჩვენს სარჩელს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ უღალატა საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, საკუთარ ამომრჩეველს და ეს, საბოლოო ჯამში, კრავს იმ სარჩელს, სადაც დასაბუთებულია ის, თუ რატომ არიან ეს პოლიტიკური ძალები თავისი არსით არაკონსტიტუციური. „სინამდვილეში ეს არ არის პოლიტიკური პარტიები, ეს არის ერთი პოლიტიკური პარტია, ეს სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და ამ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა, უცხოური აგენტურის ადგილი ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში არ არის. ამ ერთი კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის აუცილებელი იმისათვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ გაჯანსაღდეს დემოკრატიული სისტემა და ჩვენ თავი დავაღწიოთ ჩაკეტილ წრეს, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ხელოვნურად არის ჩაკეტილი მთელი ამ წლების განმავლობაში. ჩვენი სარჩელი ზუსტად ამას ემსახურება, ამ ჩაკეტილი წრის გარღვევას და დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღებას. ზუსტად ეს არის ჩვენი დასაბუთების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, რომ ეს პოლიტიკური პარტიები, მართალია, ფორმალურად არიან დაყოფილი ხუთ ნაწილად, თუმცა სინამდვილეში არიან სწორედ ერთიანი ორგანიზმი, რაც აღიარა ბატონმა გვარამიამ და სინამდვილეში ისინი არიან ერთი პარტია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს სარჩელი სინამდვილეში, რეალურად, პრაქტიკაში ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ეს არის ზუსტად რომ ერთიანი ორგანიზმი. მადლობა ბატონ გვარამიას ამის აღიარებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)