|
2019-12-03 22:10:53, 2479 ნახვა
პოლიტიკა
შავ ზღავზე სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება უზრუნველყოფილი ევრო-ატლანტიკური სივრცის სტაბილურობა-დავით ზალკალიანი
"შავ ზღავზე სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება უზრუნველყოფილი ევრო-ატლანტიკური სივრცის სტაბილურობა"- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლონდონში ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე - "NATO Engages: Innovating the Alliance" ბალტიისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მიძღვნილ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით შავი ზღვა მნიშვნელოვანია ნატოსთვის და საქართველო ამ კუთხით აქტიურად არის ჩართული მთელი რიგი პრაქტიკული მიმართულებებით. შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, რომელსაც დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი "ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ადგილზე რთული ვითარებაა, ადამიანები იდევნებიან და მათ უკანონოდ აკავებენ, ახლაც გატაცებულია ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ჩვენ ამ ფაქტის შესახებ მოვახდინეთ საერთაშორისო თანამეგობრობის სრული კონსოლიდაცია. ჩვენ სახეზე გვაქვს ჰუმანიტარული კატასტროფა. ამ საკითხებზე, ჩვენ ახლაც აქტიურად ვახდენთ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას. " - განაცხადა ზალკალიანმა.
საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხზე საუბრისას მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ ნატოში საქართველოს ინტეგრაცია ემსახურება ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მის დემოკრატიულ განვითარებას და არ არის მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ. მისი განცხადებით, საქართველო არის წარმატებული ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გაწევრიანებისათვის და აქტიურად ემზადება იმ მომენტისთვის, როდესაც დადგება გაწევრიანების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების დრო. "ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში ნათლად წერია, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. მას მერე ბევრი სამიტი გაიმართა და ყველა დოკუმენტსა და დეკლარაციაში მეორდება ნატოში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერა. ჩვენ ვაცნობიერებთ დღეს არსებულ ვითარებას. თუმცა ეფექტურად ვახორცილებთ ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს რასაც მივყავართ წევრობამდე. საქართველო უკვე მოქმედებს როგორც ალიანსის წევრი. ჩვენ ვაცნობიერებთ დღეს არსებულ ვითარებას, იმას რომ ჯერ არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანა მზად იყოს იმ მომენტისთვის, როცა წევრობის დრო დადგება. საქართველოს კონტრიბუცია რა თქმა უნდა საჭიროებს შემხვედრ ნაბიჯებს ნატოსგან"-განაცხადა ზალკალიანმა და დასძინა რომ საქართველო აქტიურად მუშაობს ყველა პარტნიორთან, ასევე დგამს აქტიურ ნაბიჯებს ქვეყნის საბოლოო მიზნისთვის მოსამზადებლად - რაც არის ნატოს წევრობა. სესიაზე სიტყვით გამოსვლას მინისტრმა ასევე უპასუხა მოდერატორის შეკითხვას თურქეთთან მიმართებაში, რომელიც შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვანი ქვეყანაა. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა თურქეთთან საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აღნიშნა თურქეთის განსაკუთრებული წვლილი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მან მადლობა გადაუხადა თურქეთს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს ერთიანობისკენ " შესაძლებელია არსებობდეს წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებული პოზიციები თუნდაც არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე, მაგრამ მთავარი არის თქვენი ერთობა და ჩვენ როგორც ჯერ არა წევრი სახელმწიფოები, მოვუწოდებთ რომ იყოთ ერთიანი ძალა. ნატოს წევრი სახელმწიფოების სოლიდარობა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. " - განაცხადა მინისტრმა. ატლანტიკური საბჭოს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის, გლობსეკ-ისა და რუსი-ს (Royal United Services Institute - RUSI) თანაორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე მინისტრი სიტყვით გამოვიდა ბალტიისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ სესიაზე, რომელშიც ასევე მონაწილებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, რუმინეთის, ლიეტუვას და ესტონეთის თავდაცვის მინისტრები.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)