|
2019-12-03 13:51:32, 1768 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავა - საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის კავშირები საკმაოდ მყარია და არა მხოლოდ ეკონომიკის დონეზე
„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო მეტი ბრიტანული ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში. დღევანდელი ფორუმი არის კიდევ ერთი გზა იმისკენ, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია, რა მიღწევები გვაქვს ეკონომიკაში, რამდენად მიმზიდველია ჩვენი საერთაშორისო რეიტინგები და ჩვენი ბიზნესგარემო იმისთვის, რათა ინვესტორებმა გააფართოვონ ბიზნესი საქართველოში ან ახალი ბიზნესები წამოიწყონ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველო - გაერთიანებული სამეფოს ბიზნესფორუმის კომენტირებისას. აღნიშნული ფორუმი დღეს თბილისის სასტუმრო „რუმსში" გაიმართა და მან რამდენიმე ათეულ მოქმედ და პოტენციურ ბრიტანელ ინვესტორს მოუყარა თავი. მინისტრის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ბაზარია. მისი თქმით, ორი თვის წინ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის გაფორმდა ახალი შეთანხმება თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირები საკმაოდ მყარია და არა მხოლოდ ეკონომიკის დონეზე. ნათია თურნავას თქმით, ურთიერთობები ვითარდება ადამიანურ დონეზეც, რაც ასევე დადებითად აისახა დიდი ბრიტანეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდის დინამიკაზე. „ჩვენი სამინისტრო გახსნილია ინვესტორებისთვის, მათ შორის, ბრიტანეთიდანაც", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)