|
2019-12-03 09:31:49, 1024 ნახვა
საზოგადოება
3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. 09:30 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია: „დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი“. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ: საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში ულრიკ თიდესტრომი, ასევე ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი. 16:30 საათზე თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომლის ფარგლებშიც დამსწრე საზოგადოება იხილავს პროექტის „მე შემიძლია“ გამოფენას, სახელწოდებით „ჩემი საყვარელი პარასპორტი, ტოკიო 2020 პარალიმპურ თამაშებზე“. ღონისძიების მიზანია მოზარდებში პარასპორტის პოპულარიზაცია და ცნობიერების ამაღლება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება საუკეთესო ნამუშევრის ავტორის დაჯილდოვების ცერემონიალი. 17:00 საათზე ჩატარდება მჯდომარე ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირის გახსნის ცერემონიალი და სპორტის ახალი სახეობის (Paratecvoly) პრეზენტაცია. საქართველოს პარალიმპურ კომიტეტს უნგრეთის მჯდომარე ფრენბურთის ფედერაციის წარმომადგენელი საჩუქრად გადასცემს Paratecvoly-ის მაგიდას. დასასრულს შედგება საჩვენებელი მატჩი საქართველოსა და უნგრეთის მჯდომარე ფრენბუთის გუნდებს შორის. დღესვე, 17:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ადმინისტრაციის მხარდაჭერით, შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება.
თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სპორტული წრის მასწავლებელმა 8-9 წლის ბავშვებთან არერთხელ დაამყარა სექსუალური კონტაქტი
კახა კალაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს
სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო
ივანიშვილის წარმომადგენელი გორდულაძე განაჩენის გამოტანამდე ოპოზიციურ პარტიებს არაკონსტიტუციურებს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)